Belive

ტენერიფემ მოიგო | შერმადინი MVP გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
3-კვირიანი პაუზის შემდეგ, გიორგი შერმადინი პარკეტზე დაბრუნდა. ხსენებული პაუზა ქართველ ლეგიონერს კორონავირუსის გამო ანუ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოუწია. 2022 წლის პირველი შეხვედრა გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგაზე გამართა, სადაც ესპანელებმა თურქულ "კარშიაკას" უმასპინძლეს. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით - 76:69, დასრულდა. გიორგი შერმადინმა აღნიშნული მატჩის მოგებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, როგორც სტატისტიკურ ჭრილში ასევე ფაქტობრივადაც, ვინაიდან მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და უმალვე 2-ქულა მიითვალა, რის ხარჯზეც გუნდი 4-ქულით წინ გაიყვანა. რაც შეეხება ქართველი ლეგიონერის მონაგარს, მან პარკეტზე გატარებულ 30:32 წუთში, საკუთარ გუნდს 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შეხვედრის მიმოხილვა | VIDEO:

„კარშიაკასთან“ საპასუხო შეხვედრა, 18 იანვარს, თურქეთში გაიმართება.

სხვა სტატიები