Belive

ტენერიფემ მოიგო | შერმადინი პარკეტზე დაბრუნდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფემაც" ჩაატარა საკუთარი შეხვედრა. "ტენერიფე" საკუთარ არენაზე "ანდორას" დაუპირისპირდა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 79:70, მოიგო. ქართველმა ლეგიონერმა ტრავმის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც პარკეტზე 16:35 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 3 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა. შერმადინის გუნდს 9 ტურის შემდეგ, 6 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა, რითაც სატურნირო ცხრილში სამ გუნდთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" 10 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ არენაზე, "პრომეთეს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები