Belive

ტენერიფემ მოიგო | შერმადინის 20 ქულა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფემაც" იასპარეზა. ტენერიფეელები გასვლით მატჩში, "ხოვენტუდს" დაუპირისპირდნენ, სადაც მეტოქე 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 74:58, დაამარცხეს. ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გიორგიმ პარკეტზე გატარებულ 26:46 წუთში, 20 ქულას, 9 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ამ გამარჯვებით "ტენერიფე" სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურდა და მე-5 პოზიციამდე ავიდა.
შეხვედრის მიმოხილვა | VIDEO

შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას ისევ იგივე ლოკაციაზე და იგივე გუნდთან, 17 თებერვალს გამართავს, თუმცა ამჯერად ესპანეთის თასის ეგიდით.

სხვა სტატიები