Belive

ტენერიფემ ოვერტაიმში მოიგო - შერმადინმა გუნდს 17 ქულა მოუტანა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბექა ბურჯანაძის გუნდის მსგავსად, ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმაც”. კანარის კუნძულელები პირველ ტურში შერმადინის ერთ-ერთ ყოფილ კლუბ "სარაგოსას" შეხვდნენ და ოვერტაიმში 91:86 იმარჯვეს. ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:24 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. "ტენერიფეს" რიგებში საუკეთესო მოთამაშე ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდო გახლდათ, რომელმაც 23 ქულა მოიპოვა, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა 17 ქულა ჩააგდო, კანადელმა აარონ დორნეკამპმა კი – 16. "იბეროსტარ ტენერიფე" მე-2 ტურის მატჩს 23 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც "ბილბაო ბასკეტს" ესტუმრება. 25 სექტემბერს ელის მომდევნო შეხვედრა ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიას", რომელმაც სასტარტო ტურში სწორედ ბილბაოელებს 107:102 სძლია, ბექამ კი 14 ქულა მიითვალა. კანარელები თად მაკფადენის "ბურგოსს" ესტუმრებიან. წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები