Belive

ტენერიფეს მორიგი გამარჯვება - შერმადინი კვლავ შეხვედრის MVP გახდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "სან პაბლო ბურგოსს" უმასპინძლა და 5 ქულით გაიმარჯვა. შერმადინის გუნდმა მეტოქეს 84:79 სძლია. ესპანეთის ჩემპიონატში "ტენერიფეს" 13 შეხვედრიდან 12 აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს 24 ქულით და მხოლოდ "რეალს" ჩამორჩება. "სან პაბლო ბურგოსთან" შეხვედრაში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ქართველმა ცენტრმა, მან გამარჯვებულთაგან ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ქართველმა ცენტრმა 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შემდეგ ტურში შერმადინის "ტენერიფე" 20 დეკემბერს "ბასკონიას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები