Belive

თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს, 20 სექტემბერს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი დაიწყო, სადაც თბილისში, თბილისის "დინამო" ბერძნულ "არისს" დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 64 - 90 დასრულდა. თბილისელთაგან 10 ქულიან ზღვარს ვერავინ უწია, ყველაზე შედეგიანები კი რეჯერ დოუელი, მიხეილ ბერიშვილი, ჯორდან სვოუპშირი და ლამონტ მეკი იყვნენ 9-9 ქულით. ხოლო რაც შეეხება ბერძნებს, მათი მხრიდან ლიდერობა ლეფთერის ბოჩორიდისმა ითავა, მის ანგარიშზე 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა  დაგროვდა.. განმეორებითი მატჩი სალონიკში 22 სექტემბერს შედგება.

სხვა სტატიები