Belive

თბილისში 20-დან 25 ივლისის ჩათვლით FIBA-ის 20-წლამდელთა ევროჩელენჯერი გაიმართება

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ღონისძიება, FIBA-ის 20-წლამდელთა ევროჩელენჯერი გაიმართება. თბილისში, ევროჩელენჯერის ჩატარება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ FIBA-მ, პანდემიის გამო გადაწყვიტა. ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოს ისეთი მაღალი რანგის გუნდები სტუმრობენ, როგორებიცაა - საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.

„ბაბლის“ სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები – საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბება და ერთ სასტუმროში დაბინავდება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ. გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილენი ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს.

სხვა სტატიები