თორნიკე შენგელია – ამ თამაშებს ვთამაშობთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლას დამაჯერებლად აგრძელებს. ფინეთის დამარცხების შემდეგ, საქართველომ შვეიცარია დაამარცხა (84:91).

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა – თორნიკე შენგელიამ, ემოციური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თითოეული გამარჯვება საქართველოსა და ქართველ ხალხს ეძღვნება.

“ამ თამაშებს ვთამაშობთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ვიცით, თითოეული პატარა პოზიტიური ნაპერწკალი რა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის ამ პერიოდში და მადლობა უფალს, რომ ეს თამაშები მოვიგეთ მათთვის. ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ჩვენ ვთამაშობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ყოველთვის სასიამოვნოა და ამაყი ვარ, როცა საქართველოს ნაკრებში ჩამოვდივარ”, – აღნიშნა თორნიკე შენგელიამ.

(252)

თორნიკე შენგელია – ამ თამაშებს ვთამაშობთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის

სტატიის ავტორი
-