Belive

თორნიკე შენგელია ათ საუკეთესოში მოხვდა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
Eurohoops-მა ათი გამორჩეული კალათბურთელი დაასახელა ევროლიგაში, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია. აგვისტოს მოახლოებასთან ერთად, ევროლიგის კლუბები ცდილობენ ბოლო შტრიხების შეტანას თავიანთ შემადგენლობაში. აქ ჩამოთვლილია მოთამაშეები, რომელთა დამატებიცა გუნდები სოლიდურ მოთამაშეს შეიძენენ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიის ავტორმა, საქართველოს ნაკრების კაპიტნით თორნიკე შენგელიათი დაიწყო. თოკო საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა, მას ევროლიგის 9 სეზონი აქვს ჩატარებული, რაც 199 შეხვედრას მოიცავს. ქართველი კალათბურთელი საკმაოდ დაღვინებულია და მისი სათამაშო ფორმითაც, ვფიქრობ, მზადაა NBA-ში მეორე შანსისთვის. ნებისმიერი გუნდი, რომელიც მას დაიმატებს, ჩემპიონობის შანსებს ერთი ორად გაიზრდის. თორნიკეს ნამდვილად შეუძლია თამაშში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა და მისი ხასიათიდან გამომდინარე, პარკეტზე ლიდერის როლსაც მშვენივრად ირგებს. 30 წლის შენგელიამ "ცსკადან" წასვლის შემდეგ, 2021/2022 წლების სეზონი "ბოლონიაში" გაატარა. მანამდე თოკო ესპანური "ბასკონიას" კაპიტანი იყო. თოკო სიაში ისეთ კალათბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც არიან ჯეფრი ტეილორი, დანილო ბარტელი, ოკარო უაითი, ნილს გიფი, ლეო ვესტერმანი, დუეინ ბეიკონი, პიერ ანრი, ქრის სინგლტონი და ტომას ერტელი. თოკოსთვის ახლა ყველაზე პრიორიტეტული ეროვნული გუნდია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის შეხვედრებს თბილისის ახალ სპორტის სასხლეში გამართავს. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრები A-ჯგუფში, ესპანეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, ბელგიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.  

სხვა სტატიები