Belive

თორნიკე შენგელია და ვირტუსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ,,ვირტუსთან'' ახალ, 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და გარიგება ოფიციალურად მალე დადასტურდება. შენგელია ბოლონიური კლუბის ძირითადი ხუთეულის უცვლელი წევრია - 30 წლის კალათბურთელმა ,,ვირტუსთან'' ერთად ევროთასი მოიგო და ევროლიგის საგზური გაიფორმა. გარდა ამისა, სკარიოლოს გუნდი იტალიის ჩემპიონატის ფინალშია, სადაც ,,მილანთან'' სერიაში ანგარიში 1:1-ია. ქართველი ფორვარდი მოსკოვის ,,ცსკა-დან”, სადაც 2020 წლიდან თამაშობდა, 26 თებერვალს წამოვიდა. მანამდე თორნიკემ სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”


სხვა სტატიები