Belive

თორნიკე შენგელია: ,,დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად, ისტორია დავწერეთ''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ესპანეთთან გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
,,დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად, ისტორია დავწერეთ. დღეს, როგორც მოთამაშეებმა, ასევე გულშემატკივარმა, ჩვენი რეალური სახე ყველას დავანახეთ. გილოცავთ და მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ვამაყობ თქვენით!'' - დაწერა შენგელიამ ინსტაგრამის პირად გვერდზე.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 67:67 დასრულდა. შენგელიამ დღევანდელ თამაშში 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

სხვა სტატიები