Belive

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის MVP გახდა!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში გასვლით მატჩში "ობრადოირო" დაამარცხა. "ბასკონიამ" "ობრადოირო" 13-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 79:92 დაამარცხა. შეხვედრა "ბასკონიას" უპირატესობით მიმდინარეობდა, რომელთა რიგებშიც გამორჩეული ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც პარკეტზე 33 წუთსა და 47 წამში 29 ქულის, 7 მოხსნის, 2 შედეგიანი გადაცემის, 2 ჩაჭრისა და 1 დაფარების მოგროვება მოახერხა. ზემოთხსენებული შედეგის წყალობით თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის MVP გახდა!  

სხვა სტატიები