თორნიკე შენგელია ევროლიგაში 1500-ქულიან ზღვარს გადაცდა

ევროლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში “ბასკონია” შინ “ზენიტს” უპირისპირდება. პირველი ტაიმის შემდეგ ესპანელები მეტოქეს 34:28 ამარცხებენ.

კვლავ შესანიშნავად გამოიყურება “ბასკონიას” კაპიტანი, თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ანგარიშზე 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

თორნიკესთვის დღევანდელი თამაში უკვე ისტორიულია, რადგან ის ევროლიგაში 1500-ქულიან ზღვარს გადაცდა. ქულების უდიდესი ნაწილი შენგელიამ სწორედ “ბასკონიას” მაისურით ჩააგდო.

თორნიკე შენგელია ევროლიგაში 1500-ქულიან ზღვარს გადაცდა 1

(940)

თორნიკე შენგელია ევროლიგაში 1500-ქულიან ზღვარს გადაცდა

სტატიის ავტორი
-