Belive

თორნიკე შენგელია ევროლიგაში დარჩა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა. ქართველმა ბასკონიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც იგი 4 წლის განმავლობაში 7.5 მილიონ დოლარს მიიღებს. კონტრაქტში არსებული პირობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ თორნიკე შენგელიას მიმართ NBA-ს რომელიმე გუნდი დაინტერესებას გამოხატავს, მას შეუძლია დატოვოს გუნდი. შეგახსენებთ თორნიკე შენგელია 2012 წლის დრაფტზე „ფილადელფიამ“ აირჩია, მან ორი წელი გაატარა ამერიკაში თუმცა იგი „ბრუკლინის“ რიგებში ირიცხებოდა, ამერიკული კარიერის ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში თორნიკე „ჩიკაგო ბულსის“ ღირსებასაც იცავდა. თორნიკემ გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა „ბასკონიას“ რიგებში, სადაც მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 13.7 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.2 ასისტი გახლდათ.  

სხვა სტატიები