Belive

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის MVP-ია (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-4 სათამაშო დღის MVP გახდა. ქართველი კალათბურთელის "ბასკონია" შინ "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა და მეტოქე 82:68 დაამარცხა. თორნიკემ "ბასკონიას" ბერძნული გუნდის წინააღმდეგაც ულიდერა. შენგელიამ 30 წუთში 28 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი მოაგროვა. ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა თორნიკე შენგელია მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დღეს დაასახელა.

სხვა სტატიები