Belive

თორნიკე შენგელია კარიერას ვირტუსში გააგრძელებს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე კონტრაქტი ბოლონიის ,,ვირტუსთან'' გააფორმა. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, basketnews-მა დაწერა, რომ შენგელია ,,ვირტუსის'' ევროლიგაზე გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებდა. თორნიკეს გადაბირებით, ასევე, ,,ვალენსია” და ,,ბასკონიაც” ინტერესდებოდნენ. მანამ, სანამ იტალიური კლუბი თორნიკეს ტრანსფერს დაადასტურებდა, ბოლონიელებმა სოციალურ ქსელში ვიქტორ სანიკიძის ფოტო გამოაქვეყნეს (სანიკიძე ვირტუსში 2009-2012 წლებში თამაშობდა) და დაწერეს: ,,გაგრძელება იქნება...'' ,,ვირტუსი'' იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელსაც შიდაჩემპიონატი 16-ჯერ (მოქმედი ჩემპიონია), ევროლიგა კი 2-ჯერ აქვს მოგებული. ქართველი კალათბურთელი ,,ცსკა-დან”, სადაც 2020 წლიდან თამაშობდა, 26 თებერვალს წამოვიდა. მანამდე ფორვარდმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”
  • ვირტუსმა ასევე გაიფორმა ცსკა-ს კიდევ ერთი ყოფილი კალათბურთელი, დანიელ ჰაკეტი.
  • გუნდს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერჯიო სკარიოლო წვრთნის.
  • ბოლონიურ კლუბში ევროპის რამდენიმე გამორჩეული კალათბურთელი, მათ შორის მილოშ ტეოდოსიჩი და მარკო ბელინელი, თამაშობს.

სხვა სტატიები