Belive

თორნიკე შენგელია კლუბში ჩხუბის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც მაიკ ჯეიმსი კლუბმა მოსკოვში დატოვა და გერმანიაში, "ალბა ბერლინის" წინააღმდეგ სათამაშოდ არ წაიყვანა. ამ ფაქტის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ცსკას" მოთამაშე - თორნიკე შენგელია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: "სხვამხრივ ძალიან საწყენია რომ ამის კომენტირება მიწევს, მაგრამ ეს ჩემი გულიდან უნდა ვთქვა. ის, რომ მედიაპლატფორმა გაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაწერო რაც გაგიგონია ან რაშიც დარწმუნებული ხარ, რომ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კითხულობ შენს შესახებ ისეთ რაღაცას, რაც, სიმართლესთან ახლოს საერთოდ არ არის. ცხოვრებაში არასდროს მიჩხუბია ჩემს გუნდელთან, ასე რომ მეგობრული რჩევა იქნება, შეამოწმეთ თქვენი სიახლეები სანამ აღნიშნავთ ხალხის სახელებს და შეეხებით მათ რეპუტაციას. ეს ყველას ეხება. ვინმეს უპატივცემულობას არასდროს გაუვლია ჩემს გონებაში, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს". - წერს თორნიკე შენგელია.

სხვა სტატიები