თორნიკე შენგელია ლოკომოტივის გამარჯვებას ეხმაურება

ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკოკოტივმა” “დინამო მოსკოვთან” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა რუსული კლუბი სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გოლებით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“ლოკომოტივის” წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და “ცსკა”-ს ახალწვეული, თორნიკე შენგელია.

“ლოკომოტივს” ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასვლას.”

🎉🎉🎉 FC Locomotive Tbilisi-ს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასვლას….

Posted by Tornike Shengelia on ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2020

 

(544)

თორნიკე შენგელია ლოკომოტივის გამარჯვებას ეხმაურება

სტატიის ავტორი
-