Belive

თორნიკე შენგელია: "მქონდა ბევრი შემოთავაზება, NBA-ში მინდოდა..."

1 წლის წინ კალათბურთი
5 წთ

ცნობილი საკალათბურთო საიტი "eurohoops"-ი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელის - თორნიკე შენგელიას ინტერვიუს აქვეყნებს.

თორნიკე შენგელია ევროლიგაში ბრუნდება მას შემდეგ, რაც "ვირტუს ბოლონიას" ევროთასის მოგებაში დაეხმარა.

ბოლონია, იტალია - თორნიკე შენგელია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ნიდერლანდების წინააღმდეგ მხარზე დაეცა და უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც გამოტოვა 2022 წლის ევრობასკეტი გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ევროპირველობის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო. დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ თორნიკე აუცილებლად გამოტოვებს სეზონის სტარტს.

საბოლოოდ კი ქართველმა სუპერვარსკვლავმა "ვირტუს ბოლონიასთან" ახალი კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის მიხედვითაც იგი იტალიურ კლუბში 2024/2025 წლების სეზონამდე დარჩება. ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნა, რომ მას ამ ზაფხულს NBA-ში დაბრუნება სურდა და ამის დიდი იმედი ჰქონდა, თუმცა ტრავმამ მისი ოცნებები ბოლომდე დაამსხვრია.

"მთელი ზაფხულის განმავლობაში, ვფიქრობდი, რომ NBA-ში დავბრუნებულიყავი და ბევრი სხვა შეთავაზება მქონდა რამდენიმე სხვადასხვა კლუბისგან. საბოლოოდ, ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, რომ აქ ახალი კონტრაქტი გავაფორმო "ვირტუსთან". ცხადია, უკვე დავინახე, როგორ მუშაობდა სისტემა და გუნდი. მომწონს პროექტი, მწვრთნელი, კალათბურთელები და ქალაქი საოცარია. ეს ყველაფერი ერთად საკმარისია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო“, - განაცხადა მან."

"ბასკონიასა" და "ცსკა"-ს ყოფილი კალათბურთელი ბოლონიაშია დასახლებული. ის გუნდს 2021-2022 წლების სეზონში შეუერთდა და საბოლოოდ, ევროთასზე ტრიუმფის მოპოვებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა. თოკო ახლა მზადაა იტალიურ გუნდთან ერთად ევროლიგის სეზონისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პირველ თვეებში პარკეტზე ვერ გამოვა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ სეზონის სტარტზე ვერ ვითამაშებ. მაგრამ ეს სპორტის ნაწილია, აქამდეც ვყოფილვარ ტრავმიანი და ვეცდები რაც შეიძლება ძლიერად დავბრუნდე“, - თქვა მან.

თუმცა, ფიქრობს, რომ პირველივე დღიდან იტალიაში და კლუბთან ყოფნა მას და გუნდს კიდევ უფრო დაეხმარება. „გარდა ამისა, რამდენადაც შემიძლია ამ გუნდს დავეხმარები მაშინაც კი, როდესაც არ ვთამაშობ: მათთან ვიქნები ვარჯიშებისა და თამაშების დროს. რაღაცნაირად დავეხმარები“, - დასძინა მან.


2323

ახალი ამბავი არ არის, რომ თორნიკე შენგელიას ჯგუფური ეტაპის შემდეგ მოუწია 2022 წლის ევრობასკეტის გამოტოვება და დაკარგა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშის შესაძლებლობა. ეს ტრავმა რომ არ მიეღო, ის თავის ახლანდელ თანაგუნდელ ისმაელ ბაკოსთან ითამაშებდა.

თორნიკე აღფრთოვანებულია მის გვერდით თამაშითა და ახალი სეზონისთვის ახალი შენაძენებით. „წელს რამდენიმე შესანიშნავი დამატება გვქონდა. ბაკო ძალიან კარგი შენაძენია, შარშან საოცარი წელი ჰქონდა. მას შეუძლია პარკეტის ორივე ბოლოში თამაში, შეუძლია შესანიშნავი დაცვა. ჩვენ გვსურს, რომ ის იყოს ჩვენი დაცვის კარგი დამცავი და ვფიქრობ, რომ ის დიდ საქმეს გააკეთებს ამ მხრივ. შეტევაში, მას შეუძლია ბევრი მოხსნა და ფარზე თამაში. მან ეს უკვე დაამტკიცა როგორც ბელგიასთან, ასევე "მანრესასთან" ერთად“, - განაცხადა მან ASVEL-ის ყოფილ კალათბურთელზე.

თუმცა, ისმაელ ბაკო არ იყო ერთადერთი შენაძენი "ვირტუსისთვის", რომელიც ზაფხულში ბოლონიაში ჩავიდა. მათ ასევე დაიმატეს ჯორდან მიკი, რომელიც "ზენიტის" შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც მან მოიგო როგორც VTB ლიგის წლის საუკეთესო დაცვის მოთამაშის ტიტული, ასევე VTB ლიგის ფინალების MVP-ს ჯილდო.

ყველამ იცის, რისი გაკეთება შეუძლია ჯორდან მიკის. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "ზენიტში" და მთლიანობაშიც დიდი კარიერა აქვს. მიკის დამატება ძალიან საინტერესო იქნება და ვფიქრობ, რომ ის ძალიან დაგვეხმარება. მას შეუძლია თამაში როგორც პერიმეტრიდან, ასევე სამწამიანიდან, მრავალ პოზიციაზე“, - თქვა მან ამერიკელ ფორვარდზე.

სხვა სტატიები