Belive

თორნიკე შენგელია "ნიჟნი ნოვგოროდთან" გამართული მატჩის MVP გახდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
VTB United League-ის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა" გასვლაზე "ნიჟნი ნოვგოროდს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 63:83 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 20:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაა. შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა. მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 24 გამოვიდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შესაბამისად, თორნიკე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. VTB ლიგაში მოსკოვის "ცსკა" 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 9 გამარჯვებით და 2 მარცხით მე-2 ადილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 18 იანვარს სტუმრად "სარატოვის" წინააღმდეგ გამართავს.
ასევე, იხილეთ თორნიკეს გამორჩეული მომენტები "ნიჟნი ნოვგოროდთან" შეხვედრაში:
 

სხვა სტატიები