თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უცვლელი წევრი და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნდა, მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვარჯიში განაახლა.

თუ როდის დაუბრუნდება თორნიკე საკუთარ გუნდს ოფიციალურ შეხვედრებში ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, ევროლიგის სარბიელზეც ასპარეზობს.

 

 

(504)

თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-