Belive

თორნიკე შენგელია პარკეტზე გამარჯვებით დაბრუნდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რამდენიმე კვირიანი უქმობის შემდეგ, პარკეტზე დაბრუნდა. თორნიკეს "ცსკა" ევროლიგის ეგიდით სტუმრად "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ წარსდგა. შეხვედრა მოსკოველების უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბოლო მეოთხედში მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა და საბოლოოდ გამარჯვება, მაინც "ცსკა"-მ მოიპოვა, ანგარიშით 74:75. თორნიკემ პარკეტზე 21 წუთი და 33 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა შესძინა, მის აქტივში ასევე 4 მოხსნა და 3 ჩაჭრაა. რუსული კლუბი 17 მოგებითა და 8 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს, მათ მხოლოდ "ბარსელონა" უსწრებთ. მომდევნო შეხვედრას "ცსკა" 2 მარტს, თელ-ავივში, "მაკაბის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები