თორნიკე შენგელია ყოფილ გუნდთან დამარცხდა

ევროლიგის მე-18 სათამაშო დღეს თორნიკე შენგელიას “ცსკა” სტუმრად “ბასკონიას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 95:93 დამარცხდა.

მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო 29 წლის ქართველი კალათბურთელი. შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა (14-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.

“ბასკონიასთან” მარცხით “ცსკა”-მ 15-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველ ადგილზეა.

(1484)

თორნიკე შენგელია ყოფილ გუნდთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-