თორნიკე შენგელია: “რატომ გადავედი ცსკა-ში?” 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ რუსულ პრესასთან არმიის გუნდ “ცკსა-ში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

“როცა “ცსკა-დან” შემოთავაზება მივიღე, დიდხანს აღარ მიფიქრია. გადაწყვეტილების მისაღებად 1 კვირა დამჭირდა, შესაძლოა უფრო ნაკლებიც. 

რატომ გადავედი “ცსკა-ში”? ეს არის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი. მე უკვე ვთქვი და მზად ვარ გავიმეორო: ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის. არ აქვს მნიშვნელობა რას წერენ და რას ამბობენ. დიახ, ამ დროისთვის “ცსკა” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს განმეორდეს. ჩვენი მიზანია, წარმატებული სვლა გავაგრძელოთ.

როგორ მიმიღეს ახალმა პარტნიორებმა? ძალიან, ძალიან თბილად. ეს არის შესანიშნავი გუნდი საოცარი მოთამაშეებით. გარდა ამისა, დარენ ჰილადრდთან და იოჰანეს ვოიტმანთან მე ადრეც მითამაშია, “ბასკონიაში“. ასე რომ, მართალია ახალ გუნდში გადავედი, მაგრამ ყველა ბიჭთან გადაკვეთა მქონია”, – თქვა 28 წლის კალათბურთელმა.

(257)

თორნიკე შენგელია: “რატომ გადავედი ცსკა-ში?” 

სტატიის ავტორი
-