Belive

თორნიკე შენგელია რეალის წინააღმდეგ ბრუნდება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

2-თვიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტზე ბრუნდება. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელია 27 ოქტომბერს, "რეალის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ევროლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, "ვირტუსს" მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ ურთულესი გასვლა ელის. აღნიშნულ დაპირისპირებაში შენგელიაც მიიღებს მონაწილეობას და იტალიურ კლუბს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა მხრის უმძიმესი ტრავმა 24 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მიიღო. ნიდერლანდების წინააღმდეგ მიღებული ტრავმის გამო, შენგელიამ ევრობასკეტიც გამოტოვა.

სხვა სტატიები