Belive

თორნიკე შენგელია: "სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ ასე არ ხდება" 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ფონდის პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრების კაპიტანთან თორნიკე შენგელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოსკოვის "ცკსა"-ს ახალწვეულმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. "რუსეთში პირველად ბავშვობაში, მამასთან ერთად ვიყავი. ის ერთი წლის განმავლობაში მოსკოვის "დინამოში" თამაშობდა.  რუსულ კულტურას სამწუხაროდ კარგად არ ვიცნობ, მხოლოდ ის ვიცი, რასაც ბავშვობაში, სკოლაში მასწავლიდნენ, თუმცა, აწი ბევრი საინტერესო რამის გაგების შესაძლებლობა მექნება.  ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო გუნდში მოვედი და იმედი მაქვს, ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას მოვახერხებ.  მინდა დავინახო, რომ რიგით მოქალაქეებს პოლიტიკის მიუხედავად, ერთმანეთთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარება შეუძლიათ. სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ ხდება", - თქვა 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა.

სხვა სტატიები