Belive

თორნიკე შენგელია ცსკა-ში?!

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის "ცსკა" თორნიკე შენგელიას ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. eurohoops.net-ის მტკიცებით, "ცსკა" და "ბასკონია" მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში იმყოფებიან, თუმცა ტრანსფერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული. რუსული კლუბი 28 წლის შენგელიას 3-წლიან კონტრაქტს სტავაზობს. შენგელიამ კონტრაქტი გასულ ზაფხულს გაახანგრძლივა, თუმცა საკონტრაქტო პირობების თანახმად, ევროლიგისა და NBA-ს კლუბებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ. "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია - თორნიკე შენგელია და "ბასკონია" ლიგა ენდესას სეზონს 17 ივნისს, ვალენსიაში განაახლებენ.

სხვა სტატიები