Belive

თორნიკე შენგელია: "ვიცი, რომ ახლა რთული პერიოდია და ამ მატჩის მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ფინეთთან სტუმრად - 91:85 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კომენტარი გააკეთა. "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრისთვის, ქართველი ხალხისთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. ვიცით, თუ რა რთული პერიოდია ახლა ყველასთვის კორონავირუსიდან გამომდინარე და ვიცი, რომ ამის ფონზე ყველა გულით ელოდებოდა ამ შეხვედრას. ამიტომაც, ვამაყობ ჩვენი ბიჭებით და მთლიანად გუნდის პერსონალით.  ვეცადე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთებინა. ნაკრებში ყოველი თამაშის დროს ასე ვარ. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ შეხვედრის მოგება შევძელით", - თქვა მოსკოვის "ცსკა-ს" და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას კვლავაც ფინეთის ქალაქ ესპოში, შვეიცარიის წინააღმდეგ, 30 ნოემბერს გამართავს.

სხვა სტატიები