Belive

თორნიკე შენგელია VTB ALL STAR-ზე GeoSoul-ის წარწერით ითამაშებს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ყველა ვარსკვლავის მატჩის, ე.წ. ALL STAR-ის, მონაწილეთა სია ცნობილია. ბუნებრივია, VTB ლიგის ვარსკვლავებს შორის თორნიკე შენგელიაც იქნება, რომელიც "ცსკა"-ს ღირსებას იცავს. ქართველ ლეგიონერს ზურგზე გვარის ნაცვლად, წარწერა - "GEOSOUL" ექნება, რომელსაც ის სოციალურ მედიაში ე.წ. ჰეშთეგად ხშირად იყენებს.
274130890_540458434102466_3085276902283001784_n

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს VTB ლიგაში, საშუალოდ ასეთი სტატისტიკა აქვს - 13.9 ქულა, 4.4 მოხსნა და 1.8 ასისტი. ყველა ვარსკვლავის მატჩი 20 თებერვალსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები