Belive

თორნიკე შენგელიამ და ბასკონიამ ვარჯიში განაახლეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ესპანურმა კლუბმა "ბასკონიამ", რომლის კაპიტანიც - თორნიკე შენგელიაა, მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში განაახლა. დღეს, 10 მაისს, ესპანურმა კლუბმა პირველი ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე კლუბის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები, კლუბის ბაზაზე შეიკრიბნენ და სათითაოდ კორონავირუსის ტესტზე შემოწმდნენ, შემდეგ კი სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

კლუბი სრული დატვირთვით ვარჯიშს ხუთშაბათს, 14 მაისს დაიწყებს.  

სხვა სტატიები