Belive

თორნიკე შენგელიამ ევროლიგა გამარჯვებით გახსნა!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდის, თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროპის ნომერ პირველ საკლუბო გათამაშებაში წარმატებით ჩაერთო. ევროლიგის პირველ ტურში თოკოს კლუბი სტუმრად 15 000 მაყურებლის თვალწინ ლიტვურ "ჟალგირისს" დაუპირისპირდა და 79:87 გაიმარჯვა. თორნიკემ პარკეტზე 27:54 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 12 ქულა 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 18 შეადგინა, რაც ჯეისონ გრეინჯერის შემდეგ (მარგი ქმედების კოეფიციენტი 21) მეორე შედეგი იყო. ევროლიგაზე შემდეგ მატჩს "ბასკონია" 17 ოქტომბერს, შინ, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები