Belive

თორნიკე შენგელიამ კარიერა, შესაძლოა, იტალიურ გუნდში გააგრძელოს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ,,ცსკა'' დატოვა, კარიერა, შესაძლოა, ბოლონიის ,,ვირტუსში'' გააგრძელოს. ინფორმაციას basketnews-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შენგელია იტალიურ გუნდთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს და ევროლიგაზე გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. თორნიკეს გადაბირებით, ასევე, ,,ვალენსია'' და ,,ბასკონიაც'' ინტერესდებიან. ,,ვირტუსმა'' უკვე გაიფორმა ,,ცსკას'' ყოფილი კალათბურთელი, დანიელ ჰაკეტი. შენგელია მოსკოვის ,,ცსკა-დან” 26 თებერვალს წამოვიდა. მანამდე ქართველმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”


სხვა სტატიები