Belive

თორნიკე შენგელიამ "პარტიზანის" განადგურებაში მთავარი როლი ითამაშა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" წინასასეზონო მომზადებას განაგრძობს - ესპანელებმა სერბული "პარტიზანი" ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 91:54 გაანადგურეს. აღსანიშნავია რომ მოთამაშეთაგან საუკეთესო მონაგარი შენგელიას ჰქონდა - თორნიკემ 27 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა თავი, სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 38 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ შენგელიას გუნდელი, მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელია, რომელიც ამჟამად ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 სექტემბერს, ისრაელთან გამართავს. თორნიკე შენგელია გუნდს თამაშამდე 3 დღით ადრე შეუერთდება.    

სხვა სტატიები