Belive

თორნიკე შენგელიამ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის საკალათბურთო ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო, მათ უკვე 2 შეხვედრა ითამაშეს და ამ ეტაპისათვის თანაბარი შედეგი აქვთ, 1 მოგება და 1 მარცხი, თუმცა ეს უკანასკნელი ოვერტაიმის შედეგად მოხდა. 27 სექტემბერს, "ბასკონიამ" "ესტუდიანტესს" უმასპინძლა და შეხვედრა 23-ქულიანი სხვაობით მოიგეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში მატჩის MVP სწორედ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, მან პარკეტზე 24 წუთი და 23 წამი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, "ბასკონია" სტუმრად "ბარსელონას" ეწვია, რომელთანაც ძირითად დროში ფრე - 80:80 დაფიქსირდა, ოვერტაიმში კი "ბარსელონას" კალათბურთელებმა მეტოქე 8-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე თითქმის 37 წუთი გაატარა (36:58), რა დროშიც მან 16 ქულის, 4 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. მომდევნო შეხვედრას "ბასკონია" "ჟალგირისის" წინააღმდეგ 4 ოქტომბერს, ევროლიგის ეგიდით გამართავს, ამ შეხვედრით თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის ახალ სეზონშიც ჩაერთვება.  

სხვა სტატიები