Belive

თორნიკე შენგელიას 15 ქულა და მარცხი ევროლიგაზე

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მეექვსე ტური დასრულდა ევროლიგაზე, სადაც თორნიკე შენგელიას და მეთ ჯენინგის "ბასკონია" შინ "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 72:74 დამარცხდა. თოკომ მოედანზე 25:58 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში თავი 15 ქულას, 5 მოხსნას, 1 პასს და 4 ჩაჭრას მოუყარა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 20-ს მიაღწია და ამ შედეგით მხოლოდ თანაგუნდელ ილიმანე დიოპს ჩამორჩა. რაც შეეხება ჯენინგს, მას დღეს ტყორცნები არ წაუვიდა და საბოლოოდ 11-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.მისი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 24:08 წუთი, 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი. ბასკონია 2 მოგებითა და 4 მარცხით ჯერჯერობით მე-11 ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში ვიტორიელები სტუმრად მონეტენეგროულ "ბუდუჩნოსტს" დაუპირისპირდება, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები