Belive

თორნიკე შენგელიას 18 ქულა და მორიგი გამორჩეული შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატში

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
VTB United League-ის მორიგ ტურში თორნიკე შენეგელიას "ცსკა" გასვლაზე "უნიქსს" დაუპირისპირდა და მასპინძელი გუნდი ანგარიშით 76:83 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 31:17 წუთი ითამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე 18 ქულა და 12 მოხსნაა. 10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ცსკა"-ს 8 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდმა ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო. "ცსკა" VTB ლიგაში მორიგ შეხვედრას 3 იანვარს "ნიჟნი ნოვგოროდის" წინააღმდეგ გამართავს. ასევე იხილეთ, თორნიკეს გამორჩეული მომენტები "უნიქსთან" შეხვედრაში: 

სხვა სტატიები