Belive

თორნიკე შენგელიას ბასკონია ისევ დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად "ანდორას" წინააღმდეგ იასპარეზა, რომელთანაც 15-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. შეხვედრა მასპინძლების სასარგებლოდ, ანგარიშით - 97:82 დასრულდა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 25:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 4 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "ბადალონას" წინააღმდეგ, საშინაო არენაზე გამართავს. აღსანიშნავია, რომ 8 დეკემბერს, "ბადალონასთან" შეხვედრამდე "ბასკონია" ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე, ევროლიგის ეგიდით "ანადოლუ ეფესის" წინააღმდეგ გამართავს.    

სხვა სტატიები