Belive

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემიამ ყველა სპორტული ღონისძიება შეაჩერა, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონათი არასტანდარტული ფორმატით გაგრძელდა. ახალ ფორმატში ქართველი ლეგიონერების გუნდები უდანაკარგოდ მოხვდნენ და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებსაც მართავენ. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" დღეს უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში გიორგი შერმადინის ყოფილი გუნდი "უნიკახა" ოვერტაიმში 1-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი და 3 წამი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 1 ბლოკშოტს, 4 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი კალათბურთელის როლი გამარჯვებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ, ვინაიდან ოვერტაიმის უკანასკნელ წამზე მან შესანიშნავი სიზუსტის პასი გაუკეთა თანაგუნდელს და სწორედ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ "უნიკახას" კალათბურთელები, ორიდან ერთი ჯარიმა რეალიზდა, რის შედეგადაც "ბასკონიამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "ბასკონიასათვის" "უნიკახა" უშუალო კონკურენტი გახლდათ. შენგელიას გუნდს მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად ორიდან ორივე შეხვედრის წარმატებით დასრულება მართებდა, ხოლო თუ დღევანდელ შეხვედრას დათმობდნენ, ბოლო ტურში მათ "სხვისი გამარჯვების" იმედად მოუწევდათ ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მატჩში დაფიქსირებულ შედეგს აზრი არ ექნებოდა. ახლა კი მდგომარეობა ასეთია, იმ შემთხვევაში თუ 25 ივნისს "ბასკონია" "ხოვენტუდს" დაამარცხებს, თორნიკე შენგელიასა და კიდევ ერთ ნატურალიზებული ქართველს - მეთ ჯენინგს, ნახევარფინალში ვიხილავთ.

სხვა სტატიები