Belive

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ცსკა"-ს კალათბურთელმა - თორნიკე შენგელიამ, ევროლიგის მე-10 ტურის მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი კლუბი 8 ქულით, 81:73 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ "ბარსელონას" წინააღმდეგ პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თორნიკემ 6-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. ათი ტურის შემდეგ, "ცსკა" ევროლიგაში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მათ 5 გამარჯვება და 5 მარცხი აქვთ. შემდეგ ტურში, თორნიკე შენგელია ყოფილი კლუბის "ბასკონიას" წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები