Belive

თორნიკე შენგელიას დაბრუნების შემდეგ "ცსკა" დაუმარცხებელია

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
მოსკოვის "ცსკა"-ის რიგებში მნიშნველოვანი პრობლემები იყო, რომელიც ეტაპობრივად გვარდება, თუმცა სეზონის ბოლომდე გუნდს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, 26 წლის სერბი კალათბურთელი, ნიკოლა მილუტინოვი არ ეყოლება. მილუტინოვთან ერთად გუნდს გარკვეული პერიოდით ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც დააკლდა, მის არყოფნაში კი მოსკოველები საგრძნობლად ცუდად ასპარეზობდნენ - უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს რიგ მატჩებში მაიკ ჯეიმსიც ვერ ეხმარებოდა, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს ქმნიდა. 25 თებერვალს, თორნიკე შენგელია ევროლიგის 26-ე ტურში, გასვლით მატჩში, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ დაბრუნდა - საკუთარ გუნდს 8 ქულა მოუტანა და პარკეტზე საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ითვისებდა, რის ხარჯზეც დრამატული შეხვედრა მოსკოველების სასარგებლოდ დასრულდა. 2 მარტს ევროლიგის 27-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც "არმიელების" მეტოქე "მაკაბი თელ-ავივი" გახლდათ, რომელთაც პირველ ნახევარში ფაქტობრივად უშანსოდ სძლიეს, თუმცა ამ უკანასკნელებმა მეორე ნახევარში შანსების მოპოვება მაინც მოახერხეს, რამაც შეხვედრას დაძაბულობის ელფერი შესძინა - საბოლოოდ გამარჯვება მაინც "ცსკას" დარჩა. თორნიკემ პარკეტზე 21:08 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ლეგიონერის როლი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში უმნიშვნელოვანესია. მომდევნო შეხვედრას "ცსკა" დღეს, 4 მარტს, კვლავ ევროლიგის ეგიდით, "ანადოლუ ეფესის" წინააღმდეგ, თურქეთში გამართავს. აქვე გეტყვით, რომ ექსპერტების აზრით შეხვედრის ფავორიტად თურქული კლუბია მიჩნეული.

სხვა სტატიები