Belive

თორნიკე შენგელიას ევროლიგაში 1000 მოხსნა დაუგროვდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-16 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ფენერბახჩეს” უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:88 დაამარცხა.

იტალიური გუნდის შემადგენლობაში 22:31 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 11 ქულას, 3 ასისტსა და 2 მოხსნას მოუყარა თავი. შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ევროლიგაში 1000 მოხსნა დაუგროვდა.

,,ვირტუსი” 7 მოგებითა და 9 მარცხით ევროლიგის მე-13 პოზიციაზეა. სკარიოლოს გუნდი ევროტურნირის მომავალ შეხვედრას 5 იანვარს, ,,ბარსელონასთან” სტუმრად გამართავს.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში შენგელია საშუალოდ 10,7 ქულას, 2,4 მოხსნასა და 1,7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

სხვა სტატიები