ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც "ფუენლაბრადასთან" საშინაო მატჩში 26 ქულა ჩააგდო. თოკომ 16-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 35 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
შენგელიას კარგი თამაშის მიუხედავად, "ბასკონია" ცუდ ფორმაშია. ესპანურმა გუნდმა ბოლო 5 მატჩში მე-4 შეხვედრა დათმო.
ველიმირ პერასოვიჩის გაწვრთნილი "ბასკონია" ესპანეთის ACB ლიგაში 4 მოგებითა და 5 წაგებით მე-11 ადგილს ინაწილებს.