Belive

თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარი ცსკა-ში გადასვლის შემდეგ

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ოფიციალურად დასრულებულია - ქართველი კალათბურთელი "ცსკა"-ს რიგებს 3-წლით შეუერთდა. რუსულმა კლუბმა ტვიტერზე ოფიციალურად გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ქართველი კალათბურთელის მათ რიგებში გადასვლას ეძღვნება. თორნიკე შენგელია "ცსკა"-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა: "მიხარია, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდს შევუერთდი. მოუთმენლად ველი, თუ როდის ვითამაშებ ბრწყინვალე კალათბურთელებისა და არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბის გარემოცვაში. ვიმედოვნებ, რომ "ცსკა"-სთან ერთად დიდ მივაღწევთ, როგორც ევროლიგაში ასევე VTB ლიგაში", - წერს თორნიკე.

სხვა სტატიები