Belive

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი მატჩი და კვლავ MVP-ის ტიტული!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩი, სადაც თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონია" "ესტუდიანტესს" ესტუმრა. ქართველებით დაკომპლექტებულმა "ბასკონიამ" დიდი ანგარიშით (67:100) გაიმარჯვა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 გამარჯვება მიითვალა. მატჩის MVP კვლავ თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც პარკეტზე 23:18 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი: 18 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი +17. რაც შეეხება მეტ ჯენინგს, მან 17:53 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი შემდეგია: 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა,  მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +5.   .  

სხვა სტატიები