Belive

თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძის მონაგარი ესპანეთის ჩემპიონატში

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რიგით მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ არენაზე გიორგი შერმადინის ყოფილ გუნდს - "უნიკახას" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში მხოლოდ 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 77:78 დამარცხდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში თოკოს მონაგარი ასეთია - 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. რაც შეეხება მეთ ჯენინგს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, მან 16 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მესამე ეტაპის შეხვედრა გამართა ასევე ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ", რომელნიც "მანრესას" ესტუმრნენ და ასევე დრამატულ ბრძოლაში 1-ქულით, ანგარიშით 74:75 გაიმარჯვეს. ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 24 წუთი და 30 წამი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში.  

სხვა სტატიები