Belive

თორნიკე შენგელიასა და პატარა ქართველი ბავშვის ემოციური შეხვედრა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ახალი არენის (“თბილისი არენა”) გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ესპანეთი პირველად დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია, პატარა გულშემატკივარს შეხვდა. ნაკრების ლიდერისა და პატარა ბავშვის შეხვედრის ემოციურ კადრებს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს. წყარო: facebook.com/1tvsport.ge

სხვა სტატიები