Belive

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი FIBA-ს, საქართველოში მომხდართან დაკავშრებით, აკრიტიკებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰედო თურქოღლუმ ქორქმაზის ინციდენტის გამო, როგორც ქართული მხარე, ისე FIBA-ც გააკრიტიკა.

„ჩემი აზრით, ფიბა დღითიდღე კარგავს რეპუტაციას მსაჯების შეცდომებისა და ორგანიზებულობის თვალსაზრისით. მითუმეტეს, როცა ტურნირის მიმდინარეობისას, საქართველოსა და გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებთ, ნათლად ჩანს, რომ ფიბა დღითიდღე კარგავს მის ძალას. ეს სკანდალია ევროპული კალათბურთისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ფიბა ევროპის პრეზიდენტი თურქი თურგაი დემირელია.

თურქოღლუმ საქართველოზეც ისაუბრა და FIBA გააკრიტიკა, რომ ასეთ ტურნირს მესამე დონის ქვეყანაში ატარებს:

"კითხვებს აჩენს ის ფაქტი რომ ფიბა მესამე სამყაროს ქვეყნებს, ისეთს როგორიც საქართველოა ასეთი ტურნირის ჩატარების უფლებას აძლევს. ის ფაქტი, რომ თავდასხმაში მონაწილე კალათბურთელებს კვლავ აქვთ თამაშის უფლება, კარგს არაფერს მეტყველებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროვოკაციაა, რატომ არ აჩვენებენ საზოგადოეას კამერების ჩანაწერს?"

იმავდროულად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაშში მომხდართან დაკავშირებით FIBA-ს გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებთ და ჩივილს განაგრძობენ.

სხვა სტატიები