Belive

ტოკიოს ოლიმპიადა | გამარჯვებულები მედალს საკუთარი ხელით დაიკიდებენ

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
23 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიადაზე დასწრება არ იქნება, ეს გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ მიიღო. ასევე ცნობილი ხდება, რომ კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სპორტსმენი მედალს კისერზე საკუთარი ხელით ჩამოიკიდებს. ეს ინფორმაცია გუშინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა დაადასტურა.

სხვა სტატიები