Belive

ტომპსონი ფაჩულიას: "ცალი ფეხითაც შენზე მაღლა ვხტები"

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ზაზა ფაჩულიასა და კლეი ტომპსონს "გოლდენ სტეიტ უორიორსში" თამაშისას შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ქართველი ცენტრის "დეტროიტში" გადასვლის მიუხედავად, ზაზასა და კლეის ერთმანეთთან მეგობრობა კვლავ აკავშირებთ. როგორც იცით, NBA-ს ფინალის მე-5 მატჩში ტომპსონმა მუხლის მყესი გაიწყვიტა და პარკეტს დიდი ხნით დაემშვიდობა. ფაჩულიამ კლეის Instagram-ის საშუალებით გამოჯანმრთელება საჯაროდ უსურვა: "მასთან უკვე ვილაპარაკე, მაგრამ მსურს, რომ ჩემს ძმას სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩატენვების კონკურსში განმეორებითი შეჯიბრება ძალიან მინდა," - დაწერა ზაზამ. ფაჩულიას აღნიშნულ პოსტს ტომპსონმა ასე უპასუხა: "მადლობა, ჩემო ძმაო! ცალი ფეხითაც კი შენზე მაღლა ვხტები."

 
View this post on Instagram
 

I already talk to him but help me to wish my brother speedy recovery. Get well soon @klaythompson. I want rematch in dunk contest

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia) on

 

სხვა სტატიები