Belive

ტოპ-10 ზეშეფასებული სპორტსმენი

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მსოფლიო სპორტის ისტორიაში არაერთმა სახელოვანმა ვარსკვლავმა განსაკუთრებული კვალი დატოვა. მუდმივად მიმდინარეობს დებატები სპორტსმენთა ზეშეფასების და პირიქით - დაუფასებლობის თაობაზე. ფანების მიერ შედგენილ ზეშეფასებულ სპორტსმენთა რეიტინგში რამდენიმე ისეთი სახელოვანი ვარსკვლავი მოხვდა, რომელთაც სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და გულშემატკივარს თავი ფენომენალური ასპარეზობით დაამახსოვრეს. პოპულარული სარეიტინგო საიტი thetoptens.com ყველაზე ზეშეფასებული სპორტსმენების რეიტინგს ადგენს. ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია - სწორედ ფანების მიერ მიცემული ხმების რაოდენობით გამოვლინდა ტოპ-10 ყველაზე ზეშეფასებული სპორტსმენი. აღნიშნულმა რეიტინგმა ასევე მიიპყრო givemesport.com-ის ყურადღება. ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი, შაკილ ონილი და დევიდ ბექჰემი ფანებმა ყველა დროის ყველაზე ზეშეფასებულ სპორტსმენთა ათეულში შეიყვანეს. 10. სკოტი პიპენი (კალათბურთი) 9. დანიკა პატრიკი (ავტოსპორტი) 8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) 7. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) 6. ელი მანინგი (ამერიკული ფეხბურთი) 5. ტერელ ოუენსი (ამერიკული ფეხბურთი) 4. პელე (ფეხბურთი) 3. მიშელ ვი (გოლფი) 2. შაკილ ო'ნილი (კალათბურთი) 1. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი)

სხვა სტატიები